საქართველოს სახალხო არტისტს იმედა კახიანს წარსულში უმძიმესი ტრაგედია აქვს გადატანილი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, ბევრმა არ იცის. მისი ვაჟი, ლადო კახიანი მძიმე დაავადებას ემსხვერპლა.
კახიანი ამის შესახებ თითქმის არსად საუბრობდა. ლადო 12 წლის იყო, როდესაც ლეიკემია დაუდგინეს.
"დრო მკურნალიაო რომ ამბობენ, ტყუილია. პირიქით არის, რაც დრო გადის, უფრო მძიმდება. ერთი დღე ვერ იცოცხლებ უიმისოდ და მეც არ მიცხოვრია მის გარეშე. ლადო 12 წლის იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიული. წყნეთში ვიყავით, ვისვენებდით და ცუდად გახდა - გახდა, არ ჭამდა, უხალისო გახდა ეს ცეცხლივით ბიჭი. საუბედუროდ, უკურნებელი სენი დაუდგინდა. ეს იყო ლეიკემია. მითხრეს, რომ 6-7 თვე იცოცხლებდა, რადგან ამის წამალი მსოფლიოში არ იყო. როგორია ახლა ამ პირობებში ცხოვრება?
თუმცა საოცრება იყო ამ ბიჭის ცხოვრება. იცოდა მან ეს ყველაფერი და ყველა მკურნალობაზე მოდიოდა. ექიმის ყველა მითითებას ასრულებდა, ყველანაირი "მტკივას" გარეშე...გაგრძელება