ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდას საბერძნეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2021 წლის დასაწყისიდან 13 ქალი შეეწირა ძალადობას პარტნიორის მხრიდან. მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. ყოველი ამ ტრაგიკული ამბის უკან კი „სიყვარული“ დგას. Lacta შოკოლადის ბრენდია, რომელიც წლების განმავლობაში სასიყვარულო ამბებს უზიარებდა მკითხველებს. მის კამპანიებს არაერთხელ მოუპოვებია კანის "ლომების" ჯილდო. ამჯერად ბრენდმა გადაწყვიტა გვაჩვენოს, რა არ არის სიყვარული. Ogilvy Greece-ის მიერ შექმნილი ოთხწუთიანი ვიდეორგოლი, სახელწოდებით „არასოდეს მიმატოვო“, სიყვარულზე გვიამბობს, რომელიც ბედნიერი მომენტებიდან ტოქსიკურ ურთიერთობად იქცევა. ტრაგიკული დასასრულის შემდეგ ვიდეორგოლი ქალებს მოუწოდებს, არ დაიხიონ უკან და ხმამაღლა ისაუბრონ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შევიწროებაზე.
Ჩემი ამბები გამახსენა ამ ვიდეო რგოლმა.ოᲦონდ Ჩემ ᲨემᲗხვევაᲨი ტელეფონი რამდენჯერმე სულ დამიმტვრია, ერᲗხელ იმის გამო დაფᲨვნა ნაწილებად Ჩემი ტელეფონი,, რომ ბავᲨვის ᲨეᲫენა მომილოცეს, ერᲗი კვირის იყო მაᲨინ Ჩემი Შვილი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.