ნანუკა გულუამ და კახაბერ კაშიამ გასული წლის სექტემბერში იქორწინეს, თუმცა ოფიციალური ცერემონია დღეს ქუთაისში გაიმართა. წყვილმა ჯვარი ბაგრატის ტაძარში დაიწერა. ფოტოები და ვიდეოები კი სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.
ნანუკა გულუასა და კახა კაშიას ქორწილს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, ბახვა ბრეგვაძე, სალომე შარვაძე, ანი ჩირაძე, ვიკა კალანდია და სხვ.