რუსული ესტრადის პრიმადონა, 73 წლის ალა პუგაჩოვა მეუღლესა და შვილებთან ერთად ისრაელში იმყოფება მას მერე, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ოჯახმა ასე გამოხატა პროტესტი პუტინის პოლიტიკის მიმართ. მაქსიმ გალკინი ისრაელში ატარებს საღამოებს, რუსეთში კი იმ გადაცემებს, რომლებშიც ის მონაწილეობდა, რა ხანია, სხვა ტელეწამყვანები უძღვებიან.
პრიმადონას ახალი ფოტო გალკინმა სოციალურ ქსელში ატვირთა ტექსტით: "ალა ლიზას თვალებით". ფოტო პუგაჩოვას ქალიშვილმა ლიზამ გადაიღო. 73 წლის ასაკშიც ალა მშვენიერ ფორმაშია და ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
იხილეთ ფოტო