ოჯახი

"პრინცი ჰარი არასდროს იღებს გადაწყვეტილებას პრინცესა დაიანას სულთან კონსულტაციის გარეშე" - რას ამბობს სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი

"პრინცი ჰარი არასდროს იღებს გადაწყვეტილებას პრინცესა დაიანას სულთან კონსულტაციის გარეშე" - რას ამბობს სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი
ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი და პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ბი­ოგ­რა­ფი ენ­დრიუ მორ­ტო­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ პრინ­ცი ჰარი არას­დროს იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დე­დის, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას სულ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე.

ამის შე­სა­ხებ მორ­ტონ­მა გა­მო­ცე­მა The Mirror-თან პოდ­კას­ტში ისა­უბ­რა და თქვა, რომ ასე ინარ­ჩუ­ნებს ჰარი კავ­შირს გარ­დაც­ვლილ დე­დას­თან.

“და­ი­ა­ნას გავ­ლე­ნა იმა­ზე უფრო მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, ვიდ­რე ვინ­მე იფიქ­რებ­და. მის­მა შვი­ლებ­მა ის არ და­ი­ვი­წყეს და მის ხსოვ­ნას ყო­ველ­თვის პა­ტივს მი­ა­გე­ბენ. ჰარი თვი­თონ­ვე ამ­ბობს, რომ არას­დროს იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მის სულ­თან კავ­ში­რის გა­რე­შე“, - ამ­ბობს ის.

მორ­ტო­ნის თქმით, ჰარი და მე­გან მარ­კლი მო­ნარ­ქი­ის და­ტო­ვე­ბას დიდი ხნით ადრე გეგ­მავ­დნენ, სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნობ­დნენ. მწერ­ლის თქმით, გზა, რო­მე­ლიც პრინცმა ჰა­რიმ აირ­ჩია, ეს და­ი­ა­ნას გზაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰა­რის არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია იმ ტრავ­მა­ზე, რო­მე­ლიც დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო. პრინ­ცის თქმით, ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იტან­ჯე­ბო­და შფოთვი­თა და პა­ნი­კის მძი­მე შე­ტე­ვით, მო­იხ­მარ­და ალ­კოჰოლ­სა და ნარ­კო­ტი­კებს.

წყარო: Ambebi.ge 







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
თამთა
❤❤❤
21:55 / 05-07-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93