ნინი გოგიჩაიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად საფრანგეთში იმყოფება. მან და მისმა დამ, ნანუკამ, დედას, ნათია ბანძელაძეს და ბებია-ბაბუას არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყვეს და საფრანგეთში დაპატიჟეს სამოგზაუროდ.
მოგზაურობის შესახებ ნინიმ რადიო "ფორტუნასთან" ინტერვიუში ისაუბრა:
„საფრანგეთში ვართ მთელი ოჯახი ერთად. შარშან პირველად შევძელი, ამესრულებინა ბებოსა და ბაბუს ოცნება და პარიზი მენახვებინა…
იმ დროს დედა ვერ ჩამოვიყვანე სამსახურის გამო. ამიტომ წელს მე და ნანუკამ გადავწყვიტეთ, საჩუქარი გაგვეკეთებინა დედასთვის და ბებო-ბაბუსთვის და ერთად დაგვესვენა.
ნათია არასდროს არაფერს იმჩნევს, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან გადაღლილია ემოციურად და მორალურად. ამიტომ ძალიან გვინდოდა, როდისმე მაინც დაესვენა და სიამოვნება მიეღო.
ამჟამად ლიონში ვართ, სადაც ულამაზესი ბუნებაა და გარდა ამისა, აქაური უძველესი რესტორნები და სასტუმროები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა არქიტექტურა – ლიონში კი ისტორია რომანული ეპოქიდან იწყება და ამ პერიოდის არქიტექტურის გადმონაშთების ნახვა ქალაქის ცენტრშია შესაძლებელი.
ნანუკას შვილი, პატარა აივიც ჩვენთან ერთად არის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მასთან, რადგან დროებით საქართველოში არ ვცხოვრობ და ყოველთვის ძალიან მენატრება. უსაყვარლესია, ჩვენი პატარა მეგობარივით იქცევა, არ ტირის და სულ გიღიმის. ისე მიყვარს, ხანდახან გული მეღლება ხოლმე“ - თქვა მოდელმა.
„ალბათ, ყველა ბიჭი ოცნებობს ასეთ გოგოზე“ - ნინი გოგიჩაიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
„პირველი შეხვედრა აივისთან“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებულ ემოციურ კადრებს აქვეყნებს