ჟურნალისტ ეკა ხოფერიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის სხვადასხვა დროს არაერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი იყო, 2020 წელს კი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. სოციალურ ქსელში არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ეკას უფროსი შვილი ანანო ლევიძეც.
ანანოს ხშირად ამსგავსებენ დედას და ყოველთვის ხაზს უსვამენ მის გამორჩეულ გარეგნობას. გოგონამ სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა და სწავლა საზღვარგარეთ განაგრძო.
ცოტა ხნის წინ ანანომ „ინსტაგრამზე“ დედასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე მისი ბავშვობაა აღბეჭდილი.