თბილისის მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე წლებია ოფიციალური მილიონერია. ქონებრივი დეკლარაცია მერმა ბოლოს 2022 წლის იანვარში შეავსო, რომელშიც ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს: მეუღლე ანა არეშიძე და ოთხი შვილი: ლევან, კახაბერ, ვაჩე, ნიკოლას კალაძეები.
კახა კალაძე რამდენიმე არასაცხოვრებელ ფართს ფლობს, მათ შორის, სამს სამტრედიაში, რომელთა საერთო ღირებულება 610 000 დოლარია.
თბილისის მერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ორი ბინა აქვს. მათგან გამარჯვების გამზირზე მდებარე 39, 220 კვ.მ ბინაში 1997 წელს 150 000 დოლარი გადაიხადა; მეორე კი - შევჩენკოს გამზირზე, 250 კვ.მ ფართობის 2005 წელს, 700 000 დოლარად შეიძინა.
კახა კალაძე თბილისში სამ ავტოფარეხს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულებაც 240 ათასი ლარია.
მერს თბილისში ოთხი ბინა აქვს, აქედან ორი - 2018 წელს შეიძინა და 774 875,05 და 928 414,75 ლარი გადაიხადა. მესამე ბინა ჭავჭავაძის გამზირზე 2006 წელს იყიდა, გადახდილი თანხა დეკლარაციაში მითითებული არ არის. მეოთხე ბინა კი 2012 წელს აჩუქეს. კახა კალაძის მფლობელობაშია დაბა წყნეთში ორი მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთი ასევე ჩუქებით მიიღო.
თბილისის მერის მანქანებისადმი სიყვარული საყოველთაოდ ცნობილია. ამჟამად მის ავტოფარეხში სამი მანქანა და ორი მოტოსატრანსპორტო საშუალება დგას. მათი საერთო ღირებულება 66 ათას ლარს, 400 ათას დოლარს და 20 ათას ევროს შეადგენს.
კახა კალაძეს დეკლარაციის შევსებისას, იტალიურ ბანკ "ინტეზა სან პაოლოში“ მიმდინარე ანგარიშზე 4 200 000 დოლარი ჰქონდა, "საქართველოს ბანკის" საბარათე ანგარიშზე 7490,94 დოლარი, "ბანკი ქართუს" საბარათე ანგარიშზე 5377,23 დოლარი და 2501,94 ევრო. Julius Baer-ის მიმდინარე ანგარიშზე კი 3 672 375,21 ევრო და 765 000 დოლარი...გაგრძელება