სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი იტყობინება მეგან მარკლსა და ქეით მიდლტონს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ, რამაც ჰარის და უილიამის ურთიერთობის დაშლა გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარი და მეგანი უკვე 2 წელია კალიფორნიაში ცხოვრობენ, მათი კონფლიქტები დღემდე აქტუალურად განიხილება ბრიტანულ ტაბლოიდებში.
ელიზაბეტ მეორესთან დაახლოებული პირი ამტკიცებს, რომ კონფლიქტი ქეითსა და მეგანს შორის 2018 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც პრინც ლუის ნათლობის დღეს საოჯახო ფოტო უნდა გადაეღოთ.
ირკვევა, რომ ფოტოს გადაღებამდე კემბრიჯის მენეჯერები დაუკავშირდნენ ჰარისა და მეგანს და წყვილს ჩაცმულობის შესახებ აცნობეს. ვარაუდობდნენ, რომ მთელი ოჯახი თეთრ და ლურჯ ფერებში იქნებოდა გამოწყობილი, რათა კადრები ლამაზი და დახვეწილი გამოსულიყო. სამეფო ოჯახის თხოვნის მიუხედავად, მეგანმა მათ განუცხადა, რომ არ ეკარნახათ, რას ჩაიცმევდა ჰერცოგინია.
საბოლოოდ, ფოტოზე მეგანი ზეთისხილისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც ძალიან უხდებოდა, მაგრამ მისი ჩაცმულობა ლურჯი დიაპაზონიდან მკვეთრად იყო ამოვარდნილი. ქეით მიდლტონი მეგანის საქციელმა აშკარად გააღიზიანა, მით უმეტეს, პრინცი ჰარი ფოტოსესიაზე ლურჯი ჰალსტუხით გამოჩნდა და საოჯახო ფოტოს მიმართ პატივისცემა გამოხატა.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ ქეით მიდლტონმაც ასე უპასუხა მეგანს, როდესაც პრინც არჩის ნათლობაზე კაშკაშა ჟოლოსფერი თავსაბურავით გამოჩნდა. შედეგად, ფოტოზე მთელი ყურადღება კემბრიჯის ჰერცოგინიამ მიიპყრო, რითაც მეგანიც და პატარა პრინციც დაჩრდილა.
სამეფო ოჯახმა პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი გაასაჯაროვა - ნახატს და რეალურ ფოტოს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევთ
კიდევ ერთი სკანდალი მეგან მარკლის გარშემო - ბრიტანული ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ პრინცმა ჰარიმ ცოლს რამდენჯერმე უღალატა
ნახეთ, რა რაოდენობის თანხას გამოიმუშავებენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ყოველწლიურად