ოჯახი

„13 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ შვილი არ გვყავდა... ისე დავშორდით, არ გვიჩხუბია და არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა; კიდევ არ მჯერა, რომ მამუკა აღარ არის” - მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე

„13 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ შვილი არ გვყავდა... ისე დავშორდით, არ გვიჩხუბია და არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა; კიდევ არ მჯერა, რომ მამუკა აღარ არის” - მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე
მამუკა ონაშვილის ყოფილი ცოლი ირინა ჩიხლაძე მამუკას შესახებ ამბობს:

წარმოუდგენელი რამ მოხდა, არ მჯერა, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა. გუშინდელი ინფორმაციით, ვფიქრობდი, რომ გადარჩებოდა. რაც შეეხება მამუკას, ის იყო უსაყვარლესი ადამიანი, განსაკუთრებით, მეგობრებისთვის. ნებისმიერ დროს შეეძლოთ დახმარება ეთხოვათ, რამდენჯერ ღამის 3 საათზე გავარდნილა. გვერდში მდგომი, კეთილი, საოცარი იუმორით. რამდენჯერმე ვნახე ბოლო ხანებში, მაგრამ არანაირი კონტაქტი არ გვქონია. კოვიდამდე რამდენიმე დღით ადრე. ისე დავშორდით, არ გვიჩხუბია და აქედან გამომდინარე, არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა. როგორც ვიცი, ცოლად არავინ
შეურთავს. ადრე ჭორები გავრცელდა ერთ-ერთ ქალბატონზე და რომ ვკითხე, არ დამიდასტურა.

მისი გარდაცვალება ჩემთვის შოკი იყო, კიდევ არ მჯერა რომ მამუკა აღარ არის. მთელი ღამე ვლოცულობდი, მითხრეს გადარჩება და გამოვა მდგომარეობიდანო. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.

1994 წელს დავქორწინდით. 13 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ შვილი არ გვყავდა. კარგის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ჩვენ პირად ურთიერთობებზე არც ადრე ვსაუბრობდით და, მით უმეტეს ახლა, არანაირი სურვილი მაქვს. ასეთი ტრაგედიის შემდეგ მის სულს პატივი უნდა ვცეთ.

წყარო: primetime.ge

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93