ოჯახი

„სუხიშვილების“ მოცეკვავე და მომავალი არქიტექტორი - ვინ არის და რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი

„სუხიშვილების“ მოცეკვავე და მომავალი არქიტექტორი - ვინ არის და რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ლე­ვან ვა­სა­ძის ოჯა­ხი მე­დი­ას­თან თით­ქმის არ ჩნდე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ მისი მე­უღ­ლეა ნინო დურ­გლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მე­უღ­ლის ბიზ­ნე­სის მარ­თვა­ში და წყვი­ლი რვა შვილს ზრდის. ბიზ­ნეს­მე­ნის ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს თუ გა­დავ­ხე­დავთ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ისი­ნი ძი­რი­თა­დად ძვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სით ჩნდე­ბი­ან.

მა­მის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი თათა ვა­სა­ძეა, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მე­ნის რი­გით მე­ო­რე შვი­ლი და პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლია. რო­გორც სხვა დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, მა­ნაც მა­მის კერ­ძო სკო­ლა და­ამ­თავ­რდა. გო­გო­ნა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მოქ­მე­დი მო­ცეკ­ვა­ვეა.

თათა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხა­რე­ბე­ლია. ის პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებ­სა და ვი­დო­ებს მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან. ამ­ჯე­რად კი

გა­და­წყვი­ტა "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის კი­თხვე­ბის­თვის ეპა­სუ­ხა.

რო­გორც მი­ლი­ო­ნე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი წერს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სის­ტეტ­ში, არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. უყ­ვარს კი­თხვა და მისი საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია ოთარ ჭი­ლა­ძის "ყო­ველ­მან ჩემ­მან მპო­ველ­მან“, წიგ­ნის საყ­ვა­რე­ლი გმი­რი კი "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლია".

თა­თას პა­სუ­ხე­ბი­დან გა­ვი­გეთ, რომ სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სტუ­დი­ა­ში პირ­ვე­ლად 2009 წელს მი­ვი­და. ამ­ჟა­მად კი ან­სამ­ბლის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მო­ცეკ­ვა­ვეა და სოლო პარ­ტი­ებ­საც ას­რუ­ლებს. მისი მო­მა­ვა­ლი ცეკ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, დიახ, ის არ­ქი­ტექ­ტო­რი მო­ცეკ­ვა­ვე იქ­ნე­ბა, - ამ­ბობს თათა.

თა­თას რო­გორც "ინ­სტაგ­რა­მის", ისე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დებ­ზე მა­მის არა­ერ­თი ფოტო და ვი­დეო უდევს, ის ლე­ვან ვა­სა­ძის ვი­დე­ო­მი­მარ­თვებ­საც ხში­რად აზი­ა­რებს.

მის­თვის დრო­ზე ძვირ­ფა­სი ყო­ფი­ე­რე­ბაა, ხოლო საყ­ვა­რე­ლი ცეკ­ვა "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ "ცეკ­ვა - თა­მა­ში...“

თა­თას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი და კლა­სე­ლია ირი­ნა ბაგ­რა­ტი­ო­ნია - ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი. ოჯა­ხებს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას, შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯახ­მა მას რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. ლე­ვან ვა­სა­ძე ფლობს ბრენ­დს "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი", სა­დაც ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სე­ლი იკე­რე­ბა. თათა ვა­სა­ძე ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი პრო­ექ­ტის სახე გახ­და და გო­გო­ნა ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­სა­მო­სე­ლით გა­და­ი­ღეს...

ვა­სა­ძე­ებს მა­მის კერ­ძო, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი აქვთ დამ­თავ­რე­ბუ­ლი. უფ­რო­სი შვი­ლი, ირაკ­ლი ვა­სა­ძე მო­რაგ­ბეა, მისი ნათ­ლია ექ­სპრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია.

ერთ-ერთი ძმა, გი­ორ­გი ვა­სა­ძეც სპორ­ტით - რაგ­ბი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

წყარო: ambebi.ge

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
მიმი
წარმატებები ამ ლამაზ ოჯახს
10:22 / 12-08-2022
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
იხარეთ გამრავლდით,თქვენისთანა გენებმა უნდა იმრავლოს, მიხრია თქვენი ოჯახის ყველაფერი კარგი,დალოცვილი ყოფილიყავით
20:52 / 11-08-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93