თიკა ფაცაცია შვილთან, ანდრო ანთელიძესთან გადაღებულ ძველ და ახალ ფოტოებს აქვეყნებს. დედა-შვილი ჯაზ ფესტივალზე იმყოფება და როგორც ჩანს, საკმაოდ კარგ დროს ატარებს.
„Jazz Fest 2022 vs 2014“ - წერს თიკა.
ანდრო ანთელიძე თიკასა და დავით ანთელიძის უფროსი ვაჟია. ანდრო ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა სამწვრთნელო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ის კალათბურთის თამაშს უთმობს.
მოგვიანებით, თიკამ შვილს 22 წლის იუბილეც მიულოცა და ბედნიერება უსურვა.