მშობლების დაკარგვა ნინი შერმადინმა ძალიან მძიმედ გადაიტანა: „დედ-მამის გარდაცვალების მერე სერიოზული დეპრესია დამემართა.
რამდენიმე თვე ანტიდეპრესანტებზე „ვიჯექი“, მყავდა ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც. სახლიდან არ გავდიოდი, კომუნიკაცია მქონდა დაკარგული სრულიად სამყაროსთან. არავისთან კონტაქტი არ მინდოდა და რამდენიმე თვე არც სამსახურში მივლია, შრომისუუნარო ვიყავი. ალბათ, ვისაც გამოცდილი აქვს ჩემნაირი შოკი, მხოლოდ ის გამიგებს…“ - ამბობს ნინი.
ამჯერად ნინიმ ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"დღეს ყველაზე ტკბილი, რბილი, ფაფუკი და კეთილი ფისოს დაბადების დღეა. ჩემი საუკეთესო დაქალის, რომელიც ძალიან მაკლია. ყველაზე მეგობრული და თანამედროვე ფისუნიას დაბადების დღე. ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღე… არ ვიცი, როგორ გადის დრო, უფერულია და უხალისო შენ გარეშე, ყველაზე მეტად როცა მჭირდებოდა, მაშინ წავიდა მამიკოსთან.
ძალიან მიჭირს უთქვენობა, მაგრამ იმდენი წელი ვიყავით შორს ერთმანეთისგან, ახლაც მგონია, რომ ჩამოვალ და ჩაგიხუტებ. აუცილებლად მოვა ეგ დღე, როცა ნამდვილად ჩავეხუტებით ერთმანეთს მანდ, სადაც არასდროს აღარ ვიქნებით შორს ერთმანეთისგან. როდის, არ ვიცი, მაგრამ მოვა. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. გილოცავ დაბადების დღეს იქ, სადაც ხარ. უფალმა აცხონოს შენი ლამაზი სული…" - დაწერა შერმადინმა.