დედოფალ ელიზაბეტის გარდაცვალების შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უინძორში დაბრუნდნენ. სწორედ ჰარისთან და მეგანთან ერთად გამოვიდნენ ხალხთან შესახვედრად პრინცი უილიამი და ახლა უკვე უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი.
შეგახსენებთ, რომ მაისში დედოფალმა ელიზაბეტმა 96 წლის იუბილე აღნიშნა. მაშინ ტაბლოიდები ხშირად წერდნენ, რომ მონარქს გადაადგილების პრობლემები ჰქონდა და თავს კარგად არ გრძნობდა, თუმცა მისმა გარდაცვალებამ მსოფლიოს გაკვირვება მაინც მოახერხა.
მისი უდიდებულესობის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას სამეფო ოჯახი და ჰოლივუდის ვარსკვლავები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ: ტომ კრუზი, კეტრინ ჯენკინსი და დეიმი ჰელენ მირენი. თავად ელიზაბეტი ამბობდა, რომ თავს მშვენივრად გრძნობდა და მას შემდეგ რამდენიმე ღონისძიებასაც კი დაესწრო.