ოჯახი

„მას ხშირად ველაპარაკები, როგორც უბრალოდ შვილი მამას… არ მინდა პოლიტიკოსობა, ასეთი ცხოვრება ჩემთვის არ არის...“ - რას ჰყვებიან მიხეილ სააკაშვილის შვილები მამაზე

„მას ხშირად ველაპარაკები, როგორც უბრალოდ შვილი მამას… არ მინდა პოლიტიკოსობა, ასეთი ცხოვრება ჩემთვის არ არის...“ - რას ჰყვებიან მიხეილ სააკაშვილის შვილები მამაზე
უკვე ერთი წელი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების ცვლილების შედეგ საქართველოში დაბრუნდა და დააპატიმრეს.

მოვლენების შემდგომი განვითარება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილია. ამჟამად ის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.

"მთავარი არხის" სიუჟეტში სააკაშვილის შვილებმა ისაუბრეს მამაზე. 16 წლის ნიკოლოზი ამბობს, რომ მიმდინარე წელი ყველაზე ემოციური იყო მისთვის. "აქ რომ ჩამოვიდა, მეც ფეისბუქით გავიგე, ისევე, როგორც ყველამ... ონლაინსკოლა იყო იმ პერიოდში და ისეთ ემოციებში ვიყავი და ისეთი შოკი იყო, საერთოდ ვერ ვსწავლობდი, ემოციებში ვიყავი..." გარდა იმისა, რომ
ძალიან განიცადა და განიცდის იმ ამბებს, რაც მამამისის თავს ხდება, იმავდროულად, იმ ფაქტსაც აღნიშნავს, რომ ახლა, როგორც არასდროს, ისე ახლოსაა მამასთან. აქვს შესაძლებლობა, კვირაში ერთხელ ნახოს და ესაუბროს ისეთ თემებზე, რაზე სალაპარაკოდაც დრო ყოფილ პრეზიდენტს აქამდე ან არ ჰქონდა, ან ტერიტორიული სიშორის გამო ვერ ახერხებდა... "კარგია ეს ჩვენი ურთიერთობისთვის... მას ხშირად ველაპარაკები, როგორც უბრალოდ, შვილი მამას".

მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით, მამას წარმატებული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა, თავად ამ გზის გავლას არ აპირებს: "არ მინდა პოლიტიკოსობა... ისედაც არ ვფიქრობდი და ახლა უეჭველად ვიცი, რომ ასეთი ცხოვრება ჩემთვის არ არის..."

ნიკოლოზის თქმით, ისიც ფიქრობს, რომ უმჯობესია, სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ, რადგან თავადაც ხედავს საგანგაშო ცვლილებებს მამის მდგომარეობაში.

მიხეილ სააკაშვილის უფროსი შვილი ედუარდი დაქორწინებულია და საქართველოში არ ცხოვრობს.

გარდა ბიჭებისა, სააკაშვილს ჰყავს 2 წლის გოგონაც, ალისა, რომლის დედაც მომღერალი სოფო ნიჟარაძეა.

მართალია, ალისა პატარაა, მაგრამ მამაზე შეკითხვებს სხარტად პასუხობს.

წყარო: mshoblebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
დაგლოცოთ უფალმა.იხარეთ და იმრავლეთ.
იხარეთ და იმრავლეთ დაგლოცოთ უფალმა საამაყო დედ მამის შვილები ხააართ.
22:06 / 08-11-2022
გამოხმაურება / 0 /
ნელი
უფალმა დაგლოცოთ სამივე დედმამიშვილი და წარმატებას გისურვებთ????????????????????????????????
00:30 / 17-10-2022
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93