„დედა, ძალიან მიყვარხარ და ვაფასებ ჩვენს ურთიერთობას“ - რა სიურპრიზი გაუკეთა იუბილარ თიკა ფაცაციას უფროსმა ვაჟმა - Marao

„დედა, ძალიან მიყვარხარ და ვაფასებ ჩვენს ურთიერთობას“ - რა სიურპრიზი გაუკეთა იუბილარ თიკა ფაცაციას უფროსმა ვაჟმა

2022-10-18 14:58:01+04:00

დღეს, 18 ოქტომბერს, თიკა ფაცაცია იუბილარია, ის 41 წლის გახდა. მას დაბადების დღე სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მიულოცა. სიურპრიზი მოუწყვეს თანამშრომლებმაც. განსაკუთრებული ემოციები კი უფროსი ვაჟის, ანდროს მილოცვამ გამოიწვია. როგორც ცნობილი, ანდრო რამდენიმე დღის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრა, დაბადების დღე კი დედას პირდაპირ ეთერში მიულოცა: „დედა, გილოცავ დაბადების დღეს, მინდა, რომ სულ ბედნიერი იყო, ძალიან მიყვარხარ... ძალიან ვაფასებ, რომ ასეთი ახლო ურთიერთობა გვაქვს“ - ამბობ ანდრო.