„უკვე დაოჯახებული ვიყავი, მაგრამ სანამ მამა ცოცხალი იყო, თავი მაინც ბავშვი მეგონა... სულ ვცდილობ, ისე მოვიქცე, რომ იამაყოს ჩემით“ - ზუკა ხუციშვილი მამასთან ურთიერთობის შესახებ - Marao

„უკვე დაოჯახებული ვიყავი, მაგრამ სანამ მამა ცოცხალი იყო, თავი მაინც ბავშვი მეგონა... სულ ვცდილობ, ისე მოვიქცე, რომ იამაყოს ჩემით“ - ზუკა ხუციშვილი მამასთან ურთიერთობის შესახებ

2022-10-20 11:28:15+04:00

გიო ხუციშვილის ვაჟმა ზუკა ხუციშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ მამა და მასთან ურთიერთობა გაიხსენა:

„გიო ძალიან დიდი ადამიანი იყო. მისი გარდაცვალებით ჩვენს ოჯახში უზარმაზარი სიცარიელე დარჩა, რომლის შევსება შეუძლებელია. იმის ნახევარს თუ გავაკეთებ ცხოვრებაში, რაც მან მოასწრო, კარგი იქნება.

ბევრი რამ შეიცვალა. სანამ მამა იყო, თავი ყოველთვის ბავშვი მეგონა, თუმცა უკვე დაოჯახებულიც ვიყავი. პირველ რიგში, გავიზარდე, სხვა თვალით შევხედე, გავაცნობიერე, რა დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა…

მართალია, მე დამყვა მუსიკალური ნიჭი, მაგრამ მთლიანად ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ ამ რელსებზე დამაყენეს და განვვითარდი. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი, მამისთვის სიცოცხლეში გადამეხადა მადლობა. სულ ვცდილობ, ისე ვიმღერო, ისე მოვიქცე, იქ იგრძნოს და იამაყოს ჩემით“ - ამბობს ზუკა ხუციშვილი.