28 წლის გვანცა-მარია ონიანი "კანონიერი ქურდის", ტარიელ ონიანის ერთადერთი ქალიშვილია. გვანცას ჰყავს ძმა, უშბა ონიანი, რომელიც წარმატებული ბიზნესმენია. და-ძმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა გოგონა დროს ძირითადად მოგზაურობაში ატარებს. "კრიმინალურმა ავტორიტეტმა", 64 წლის ტარიელ ონიანმა, 2021 წლის 6 ოქტომბერს ციხე დატოვა.
ქართველი "კანონიერი ქურდი" სასჯელს ესპანეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. როგორც ცნობილია, "ტარომ" ქვეყანა გათავისუფლებისთანავე დატოვა. ბოლო ინფორმაციით, ის ისევ რუსეთში ცხოვრობს.

გვანცაზე რუსული მედია ადრე უფრო ხშირად წერდა და ჟურნალისტებმა მას "კრიმინალის პრინცესაც" კი უწოდეს. ამჟამად გვანცას სოციალური ქსელი დახურული აქვს და როგორც ჩანს, რუსული მედია მისი ახალი ფოტოების მოპოვებას ვეღარ ახერხებს.

გვანცა-მარია ბიზნესმენების შვილების წვეულებების ხშირი სტუმარია, დადის ქორწილებში და არც ბომონდურ წვეულებებზე ამბობს უარს. გვანცა ხშირად სტუმრობს მამის მშობლიურ ქვეყანას - საქართველოს. ინტერნეტში იძებნება ფოტო, რომელიც 2017 წელს, თბილისის "მერსედეს ფეშენ-ვიკზეა" გადაღებული. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ: "გვანცა ონიანი Rebecca Taylor-ის ყვავილებიანი კაბით, Chanel-ის ჩანთითა და Gucci-ს ფეხსაცმლით... Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, 2017 წლის 5 მაისი, თბილისი, საქართველო..."
წაიკითხეთ სრულად