პოპულარული ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი, რომელიც მონაწილეობას ცნობილ თურქულ სერიალში იღებს, ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მან მეუღლესთან, ლაშა მგელაძესთან შეხვედრაც გაიხსენა:
„16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლში გადავედი და წავედით გასტროლზე კაბადოკიაში. მაშინ ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი. გასტროლზე გამოგვაყოლა თავისი შვილი და სწორედ იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება, ყველასგან განსხვავებული. 4 წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავქორწინებულიყავით. ყოველთვის მაოცებს თავისი გადაწყვეტილებებით, ესეც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ. (გულისხმობს თურქულ სერიალში მთავარი როლის შესრულებას). მენატრება და ხშირად ჩამოდის ხოლმე“ - ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.
