"გილოცავ დაბადების დღეს, დუ, ორივე ცოცხლები ვართ ამ ფოტოში" - მაია ასათიანის ქალიშვილს 24 წელი შეუსრულდებოდა - Marao

"გილოცავ დაბადების დღეს, დუ, ორივე ცოცხლები ვართ ამ ფოტოში" - მაია ასათიანის ქალიშვილს 24 წელი შეუსრულდებოდა

2022-10-25 11:00:43+04:00


მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და, წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა, თუმცა, ამჯერად, მას კარიერაში პაუზა აქვს. როგორც თავად განმარტა, ისვენებს და საყვარელი საქმის კეთებას მალე ახალი ძალებით გააგრძელებს.

მაია ასათიანის ქალიშვილს, ნუცა მახვილაძეს, დღეს 24 წელი შეუსრულდებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაია წერს და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს. „გილოცავ დაბადების დღეს, დუ, ორივე ცოცხლები ვართ ამ ფოტოში”, – წერს ცნობილი ტელეწამყვანი.