ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქულ სერიალ Emanet-ის ("სხვისი შვილის“) მესამე სეზონში ქართველი დიზაინერი და მოცეკვავე ნანა სტამბოლიშვილი ითამაშებდა. ამ სიახლემ ქართველ მაყურებელში განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია.
სერიალი უკვე ორი წელია, რაც ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. ნანა სტამბოლიშვილმა მთავარი გმირი, ცნობილი თურქი მსახიობი სილა თურქოღლუ შეცვალა. მეორე სეზონის ფინალი სილას გარეშე გადაიღეს, რადგან ქალი მოულოდნელად სერიალიდან წავიდა.

მან ნოე სულაბერიძის გადაცემაში საკუთარ ოჯახსა და მეუღლეზე ისაუბრა:
16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლში გადავედი და წავედით გასტროლზე კაბადოკიაში. მაშინ ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი. გასტროლზე გამოგვაყოლა თავისი შვილი და სწორედ იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება, ყველასგან განსხვავებული. 4 წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავქორწინებულიყავით. ყოველთვის მაოცებს თავისი გადაწყვეტილებებით, ესეც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ (გულისხმობს თურქულ სერიალში მთავარი როლის შესრულებას). მენატრება და ხშირად ჩამოდის ხოლმე“ - თქვა მან.

ნანა სტამბოლიშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახისგან, მეუღლისგან, შვილისგან, მშობლებისა და ძმისგან შორს ყოფნა ძალიან უჭირს, თუმცა სწორედ ისინი აძლევენ ძალას, რომ საკუთარი საქმე საუკეთესოდ გააკეთოს.


