კოკო როინიშვილისა და ანი იმნაძის წყვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. კოკო ცნობილი ოჯახიდანაა და ბავშვობიდან სარგებლობს საზოგადოების დიდი სიყვარულით. მან ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი დიდ სიყვარულში ცხოვრობენ:
„უბრალოდ, ვცხოვრობთ სიყვარულში. ვცდილობთ, ზედმეტი პრობლემები არ შევიქმნათ, ბედნიერები ვიყოთ. ეს არის პასუხი. უკვე 13 წელია, რაც შეყვარებულები ვართ. რაც დრო გადის, უფრო მეტად მიყვარს. მეც და ანისაც ჯერ ბოლომდე არ ამოგვიცნია ერთმანეთი. ვცდილობთ, ბოლომდე არ გავაცნოთ ჩვენი თავი ერთმანეთს, რაც მეტი სიურპრიზი გვხვდება, მით უფრო საინტერესოა. შეიძლება ასე ასი წელიც გაგრძელდეს. ადამიანში სულ ინახება რაღაც საინტერესო, რასაც ნელ-ნელა, ლუკმებად მიაწვდი საყვარელ ადამიანს“ - ამბობს კოკო როინიშვილი.