ოჯახი

"ლონდონში 3 დღით ჩავედი, შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა" - რას ჰყვება დემნა ლოიკის გაცნობაზე?

"ლონდონში 3 დღით ჩავედი, შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა" - რას ჰყვება დემნა ლოიკის გაცნობაზე?
დემნა გვასალია მომღერალ ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ისინი ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. წყვილი ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი გვასალიაზე 12 წლით უმცროსია. ქორწინების შესახებ ინფორმაცია წლების წინ დემნამ თავად გაავრცელა, როდესაც "ინსტაგრამზე" დადო ფოტო წარწერით: „და მე ვთქვი კი“.

ლოიკ გომესის შესახებ დემნა გვასალიამ ფრანგულ Vogue-თან ინტერვიუში ისაუბრა:

- სად და როგორ გაიცანი ლოიკი?

- Facebook-ზე. [იცინის] ინტერნეტს ვსქროლავდი, როდესაც უცხო ბენდის მუსიკამ ჩემი ყურადღება მიიქცია. დავსერჩე და Facebook-ზე მისი ფოტო ვნახე, ამ
ბენდში უკრავდა. გადავწყვიტე, რომ მიმეწერა. მაშინ პარიზში ვცხოვრობდი, ის ლონდონში იყო. რამდენიმე თვე ონლაინ ვლაპარაკობდით. მე ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ჩემს ინტუიციას ცხოვრებაში ყოველთვის კარგ ადგილებამდე მივუყვანივარ. ინტუიცია მეუბნებოდა, რომ უნდა მენახა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პარიზიდან ლონდონში ჩავსულიყავი და პირადად გამეცნო. ლონდონში 3 დღით ჩავედი. შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა - აღნიშნა დემნა გვასალიამ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
ნინო ქინქლაძე
გაფიცებთ, გამაგებინეთ_ოღონდაც ამ ორიდან რომელია ცოლი და რომელი ქმარი?!
17:34 / 24-11-2022
გამოხმაურება / 0 /
ნუკრი
ა ბიჭი , გენაცვალე,
10:12 / 02-11-2022
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93