მომღერალმა ნინო ჩხეიძემ „ღამის პრაიმტაიმის” ეთერში შვილთან, მარიამ კორახაშვილთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, შვილისთვის შენიშვნა კი არასდროს მიუცია.
თავად მარიამ კორახაშვილი კი დედას რჩევასა და აზრს ყოველთვის ეკითხება:
„ძალიან მეგობრული დედაა და ყველაფერს ითვალისწინებს. ჩვენ იმდენად ვთანხმდებით, რომ მას რამის აკრძალვა არ სჭირდება. ადრე მომღერლობა მომწონდა, თუმცა გავიაზრე, რამხელა შრომა სჭირდება. იმდენად დიდი სიყვარული არ მქონდა სიმღერის მიმართ, რომ საკუთარი თავი მთლიანად გადამედო. მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ყოველთვის მომწონდა ტელევიზიის შიდა სამზარეულო, მართვა და მენეჯმენტი” - თქვა მარიამ კორახაშვილმა
