მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე წლის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი მარიამ ნადირაძეა. წყვილს ერთი გოგონა, ნიკა ჰყავს. მარიამი და გიორგი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს და მათგან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ. ამჯერად გიორგი გამომწერების კითხვებს „ინსტაგრამზე“ პასუხობს, სადაც ოჯახისა და მეუღლის შესახებ საუბრობს:
„მარიამი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. ერთად გავიზარდეთ ფაქტობრივად და ერთმანეთს ვასწავლეთ ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი რაღაც, რამაც, საბოლოდ, ჩამოგვაყალიბა ისეთებად, როგორებიც ვართ. ბევრი შეცდომით, ბევრი მონდომებით, ბევრი წარმატებით, ბევრი წარუმატებლობით, ტკენით, სიხარულით და ა.შ. ცხოვრებისეული გამოცდილებები გამოვიყენეთ სწორად და იმედია, რაც გამოსასწორებელია, მაგასაც გამოვასწორებთ და რაც სასწავლი გვაქვს, მაგასაც ვისწავლით..." - წერს გიორგი მახარაძე.
