„ძალიან გვიყვარხარ, გვჭირდები და გვინდა, 100 წელი კარგად იყო!” - ირმა სოხაძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს - Marao

„ძალიან გვიყვარხარ, გვჭირდები და გვინდა, 100 წელი კარგად იყო!” - ირმა სოხაძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

2022-11-08 10:37:12+04:00


ირმა სოხაძის მეუღლე რეზო ასათიანი იუბილარია. მას დაბადების დღე მომღერალმა სოციალურ ქსელშიც მიულოცა და ემოციური სიტყვები დაწერა:

“დღეს ჩვენი უსაყვარლესი ადამიანის, შესანიშნავი მეუღლის და მსოფლიოში საუკეთესო მამის, ბაბუის და მეგობრის, რეზოს დაბადების დღეა. გილოცავთ, რე, ძალიან გვიყვარხარ, გვჭირდები და გვინდა, 100 წელი კარგად, ჯანმრთელად და ბედნიერად იყო! აბა, შენ იცი, გკოცნით მე, გოგოები და ჩვენი ბუბუკები. დანარჩენები, იმედია, თვითონ გეტყვიან.” – წერს ირმა სოხაძე.