„ჩვენ ამ დღეს ოთხი წლის წინ დავქორწინდით, ჩემი სამუდამო სიყვარული“ – წერს ბერა ივანიშვილი და მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ბერას და ნანუკას ერთი შვილი, ბერუკა ივანიშვილი ჰყავთ. წყვილი საქართველოში არ იმყოფება, ისინი გარკვეული დროის განმავლობაში კორეაში იყვნენ, მოგვიანებით კი ბრაზილიაში გააგრძელეს ცხოვრება.