ოჯახი

"სილამაზე, რომელიც არ იკარგება" - ქართული კინოს მშვენება, კირა ანდრონიკაშვილი იუბილარია

"სილამაზე, რომელიც არ იკარგება" - ქართული კინოს მშვენება, კირა ანდრონიკაშვილი იუბილარია
ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე უმშვენიერესი ბებიის, კირა ანდრონიკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს.

ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მშვენება, კირა ანდრონიკაშვილი, 1945 წლის 15 ნოემბერს დაიბადა თბილისში. მშობლები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ეკატერინე ჯორჯაძე იყვნენ. მისი მამიდები იყვნენ 20-30-იანი წლების საბჭოთა ეკრანის მეგა-ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე და 1937 წელს რეპრესირებული მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი ( უფროსი).

"როცა სილამაზეზე საუბრობენ, უნდა ითქვას, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმე ისეთი მყავდა და ჩემს
წინაპრებს ვაქებ, სულაც არა. ასევე მნიშვნელობა აქვს კუნთს, აგებულებას, დიდ როლს თამაშობს განწყობაც, გამწყობის თეორია ტყუილად ხომ არ დაწერა უზნაძემ? მე მინახავს ქალები, რომლებიც სალონებში გაუთავებლად გადადიან ერთი პროცედურიდან მეორეზე და დაღლილები არიან. როცა ამ ყველაფრით დაღლილი ხარ, ვერ იქნები ლამაზი.. გარეგნული სილამაზე ადამიანის სულიდან მოდის, ადამიანებმა სული უნდა გაილამაზონ, მე მინდა ქართველ ერს ჰქონდეს სიკეთის სხივი ქალაქში.." - ამბობს კირა ანდრონიკაშვილი.







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნონა
მშვენიერი ქალბატონი! იდეალური გარეგნობით, დახვეწილი საუბრით და მანერებით. კლდევამოსილება და სინატიფე ერთად არის შერწყმული მასში.
00:27 / 17-11-2022
გამოხმაურება / 0 /
ნინა
უდაოდ ძალიან ლამაზი და დახვეწილი ქალბატონია, მაგარმ მაინტერესებს რომელ ფილმებშია გადაღებული?
17:11 / 16-11-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93