ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის ქალიშვილი მარიამ მამულაშვილი სოციალურ ქსელში, მშობლების მსგავსად, პოპულარულია და ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს. როგორც ცნობილია, ის ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ამჯერად მარიამის ვიდეო კახა მამულაშვილმა გამოაქვეყნა და მეგობრებისგან უამრავი კომპლიმენტიც მიიღო: "სადა და უბრალო", "განსხვავებული სილამაზე", "უსაყვარლესი და სიკეთის ელექსირი" - წერენ კომენტარებში.