ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გიორგი ყიფშიძის ლაივჩართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მსახიობის მიმართ ნეგატიურ კომენტარებს დაუფარავად წერდა და ხაზს მის გარეგნობას უსვამდა. „ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?” - დაწერა თავად გიორგი ყიფშიძემ.
ამის შესახებ კითხვა გიორგი ყიფშიძის შვილს, ნატალია ყიფშიძეს დაუსვეს. ნატალიამ კი განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი ავად გახდა, მის მიმართ ბულინგი არ წყდება:
„ამ თემაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან მამას პირადია. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც მამა ავად გახდა, საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ და გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ, მით უმეტეს, იმის გაკიცხვისგან, რის შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ. მამა ჩემი სუსტი წერტილია“ - წერს ნატალია ყიფშიძე.