ოჯახი

"მეუღლე ათი წლის წინ გარდამეცვალა, მაგრამ ეზოში მანქანის ხმას რომ გავიგებ, მგონია, ის მოვიდა" - მარიკა გოგიჩაიშვილის სევდა და ბედნიერება

"მეუღლე ათი წლის წინ გარდამეცვალა, მაგრამ ეზოში მანქანის ხმას რომ გავიგებ, მგონია, ის მოვიდა" - მარიკა გოგიჩაიშვილის სევდა და ბედნიერება
"შვილები სულ მირეკავენ და ამოწმებენ, როგორ ვარ. მე მათ გამო ბევრ რამეზე უარი ვთქვი, მაგრამ ვერ ვამართლებ ქალებს, რომლებმაც პროფესიას უღალატეს. შენს სიმაღლეზე უნდა იყო, თუ გინდა, რომ პატივი გცენ შინ და გარეთ", - ამბობს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბევრისათვის გამორჩეულად ძვირფასი და საყვარელი - მარიკა გოგიჩაიშვილი, რომელმაც საზოგადოებას განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი "შაგუს ბაბუდას" - თამარა ჩაგანავას როლით, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"...

"კვირის პალიტრასთან" ვრცელ ინტერვიუში მსახიობი თავის საინტერესო წარსულზე, ოჯახსა და დღევანდელობაზე საუბრობს:

-
ძალიან მენატრება სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები"... უამრავი ადამიანი მხვდება, ვისაც ასევე ენატრება და არამარტო თბილისში ან საქართველოში, მაგალითად, ჩემი შვილი პარიზში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ მასთან ვიყავი და სრულიად უცნობი ადამიანები ქუჩაში მესალმებოდნენ. რასაკვირველია, ქართველები იყვნენ.

პარიზში გამოფენაზეც ვიმყოფებოდი და ნეტავ გენახათ, ჩემთან ერთად ფოტო რამდენმა გადაიღო. სერიალის მიხედვით, ჯერ კიდევ სანდრექსას ბებიის - ჟუჟუს დაქალი რომ ვიყავი, იქიდან ვახსოვარ ხალხს... პარიზში რესტორანი აქვს გახსნილი დაჩი ჩაგანავას, ჩემი შვილი მხატვარ-დიზაინერია, მან გაუკეთა რაღაც პროექტი და ერთმანეთს კარგად იცნობენ. ერთ დღესაც, დაჩიმ გიორგისთან დარეკა, მამიდაჩემი ჩამოსულა და ისე როგორ უნდა წავიდეს, მე არ ვნახოო... ბაბუდა ხომ სერიალში - თამარ ჩაგანავაა... რესტორანში დაგვპატიჟა და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.

- ოდნავაც არ ჰგავხართ თქვენს გმირს და მაინც, თუ შეგხვედრიათ ისეთი ადამიანები, რომლებიც თამარა ბაბუდასთან გაიგივებდათ?

- დედაჩემის თაობის ქალები, დედაჩემის მეგობრებიც კი იყვნენ ასეთები, გამუდმებით რუსულ-ქართულად რომ საუბრობდნენ. აივანზე ისხდნენ, კარტს თამაშობდნენ, ჩაის სვამდნენ და მათგან სულ ისმოდა - "მაია ზალატაია"... თავიდან ამ როლზე არ ვთანხმდებოდი. ვფიქრობდი, ამ ხნის ვარ და რამე ისეთი შეუსაბამო სერიალი არ იყოს-მეთქი. მხოლოდ ამ სერიალზე კი არა, საერთოდ ყველა გადაღებაზე უკან ვიხევდი... აქაც ერთი კვირა ხან კბილის, ხან თავის ტკივილს ვიმიზეზებდი... მერე ეკა მჟავანაძემ დამირეკა, მოდი, მხოლოდ ერთი ეპიზოდია, სულ ერთი გავლა მოგიწევსო... მივედი, ჟუჟუს პანაშვიდის სცენა რომ იყო და მაშინ "დავიჭირე", ეს ქალი - ბაბუდა როგორი უნდა ყოფილიყო. ტექსტი მომცეს და რეპეტიცია რომ გავიარე, ატყდა სიცილ-ხარხარი, ტაში... მერე სერიალის მოვლენები ისე განვითარდა, შაგუს ბაბუდა გამხადეს...

კარგა ხნის წინ ჩემს სახლთან ახლოს მივდიოდი... პატარა ბავშვები სულ დიდის ამბით მესალმებიან და იმ დღესაც, ერთი ჩაპუტკუნებული, ასე, ათი წლის, პატარა ბიჭი მომესალმა... რომ წავედი, უცებ ჩემკენ გამოიქცა და მკითხა, სერიალში კიდევ გამოჩნდებიო? ვუთხარი, არ ვიცი, მეც ძალიან მინდა-მეთქი და მიპასუხა, არ ინერვიულო, წინა სერიაში გახსენეს, შაგუს ბაბუდაო... ბავშვმა მითხრა, დაგიძახებენო, ასე დამამშვიდა.

- ძლიერი ბუნების ქალბატონი ხართ, ბავშვობიდანვე ასე იყავით?

- ოჯახში მესამე ქალიშვილი გახლდით, დები 9-10 წლით უფროსები იყვნენ და ძალიან მანებივრებდნენ... სამწუხაროდ, მამა ადრე გარდაგვეცვალა, მე ჯერ კიდევ 6 წლის რომ ვიყავი. ჩემი დებიდან ერთი სტუდენტი იყო, მეორე იმ წელს აბარებდა... დები ყველანაირად ცდილობდნენ ჩემზე ეზრუნათ, თავიანთ გამონაცვალს გადამიკეთებდნენ და ლამაზ კაბებს მაცმევდნენ... ვორონცოვზე ვცხოვრობდით, პატარა ქუჩაზე. იქ ერთი ქალბატონი ქუჩის ბოლოს, პირველ სართულზე ცხოვრობდა და სულ ფანჯარაში იყო გადმომდგარი, გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდა... ერთხელაც თეთრი კაბით ყელმოღერებული მოვდიოდი. კაბას წვეტიანი, წითელი ღილები ჰქონდა, წითელი ქამარი, ძალიან ლამაზი იყო. ასე მორთულ-მოკაზმული მივეშურებოდი თეატრალური ინსტიტუტისკენ და მის სახლთან სწრაფად ჩავიქროლე, არ მსურდა დავენახე. მან კი განწირული ხმით დამიძახა, მარიკა, კი დადიხარ კოხტად, შენი დების გამონაცვალითო... ახლაც ძალიან მეცინება. ვითომ რაო, არ ვიცი თუ რა, გამონაცვალებში დადიხარო, მაგრამ ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო... არასოდეს თავი დაჩაგრულად არ მიგრძნია. სკოლის ფორმით მშვენივრად დავდიოდით მე და დედა ოპერაში, სადაც აბონემენტი გვქონდა. კაბის მხოლოდ საყელოებს ვიცვლიდი, ან იმას ვინ უყურებდა?! ბავშვობიდან ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არასოდეს შური და ბოროტება არ მქონია. ყოველთვის იმით ვიყავი კმაყოფილი, რაც მქონდა...გაგრძელება


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93