ოჯახი

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ დედაჩემს დავკარგავდი.. ჩამეხუტა, ბოლოჯერ ჩამიკრა გულში და მითხრა, შენი იმედი მაქვსო... მახსოვს, სახე როგორ მიყურებდა" - გიორგი ღოღობერიძე

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ დედაჩემს დავკარგავდი.. ჩამეხუტა, ბოლოჯერ ჩამიკრა გულში და მითხრა, შენი იმედი მაქვსო... მახსოვს, სახე როგორ მიყურებდა" - გიორგი ღოღობერიძე
როგორც ცნობილია, გიორგი ღოღობერიძეს დედა მძიმე სენით გარდაეცვალა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში დედაზე ისაუბრა და თქვა, რომ ექიმობა სწორედ მის დასახმარებლად გადაწყვიტა: „მამაჩემი იყო იურისტი და მეც ეს პროფესია მქონდა არჩეული, მაგრამ როცა დედაჩემს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შევშფოთდი. დედაჩემმა მითხრა, არ ვიცი, რატომ მაქვს გადიდებული ლიმფური კვანძები, შენ ხომ არ შეგიძლია დამეხმაროო? მე კარგად ვსწავლობდი და დედაჩემს ყოველთვის ჰქონდა ჩემი იმედი. მე გავიქეცი ბიოლოგიის მასწავლებელთან, წავედი ბათუმში, მოვიძიე ინტერნეტში და ვნახე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სიმსივნე.
ერთი დღეც არ ყოფილა, როცა ჩვენთან სასწრაფო არ ყოფილიყო. როცა ბავშვი ამას ხედავ, პანიკაში ვარდები; ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა... მრჩებოდა არჩევანი, რომ მე თვითონ გავმხდარიყავი ექიმი. დედაჩემი იყო ჩემი მოტივაცია. იყო დღეები, როცა 2-3 დღე არ მეძინა, სკოლასაც ვაცდენდი, რომ სამედიცინოზე მაღალი შედეგებით ჩამებარებინა და მომესწრო მეცადინეობა. დედაჩემს დავპირდი, მე ვიქნები ის ექიმი, რომელიც გადაგარჩენს-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ პირობად დარჩა” - ამბობდა ის. ამჯერად მან ლელა წურწუმიასთან სტუმრობისას დედასთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

იხილეთ ვიდეო

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93