ოჯახი

„ხომ ჯობია, ბავშვი გაიზარდოს მშვიდ გარემოში, იცოდეს, რომ დედაც ჰყავს და მამაც, უბრალოდ ერთად არ ცხოვრობენ“ - ჯაბა კილაძე მეუღლესთან დაშორების შესახებ

„ხომ ჯობია, ბავშვი გაიზარდოს მშვიდ გარემოში, იცოდეს, რომ დედაც ჰყავს და მამაც, უბრალოდ ერთად არ ცხოვრობენ“ - ჯაბა კილაძე მეუღლესთან დაშორების შესახებ
მსახიობმა ჯაბა კილაძემ გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზისგან" ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:

"რატომ გვაქვს დღემდე კარგი ურთიერთობა? იმიტომ, რომ პიროვნული პრობლემა ერთმანეთთან არ გვქონია. მივხვდით, რომ ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან სულ დისკომფორტში იყო. როგორ ჯობია, ბავშვი გაიზარდოს ისეთ გარემოში, სადაც სულ დაძაბულობაა და გაღიზიანებული ადამიანები არიან, თუ მშვიდ გარემოში, იცოდეს, რომ დედაც ჰყავს, მამაც ჰყავს, უბრალოდ ერთად არ ცხოვრობენ?!

დროც სხვანაირი იყო მაშინ. მაშინ დაშორება მაინც რთული იყო. თუ ადამიანები ერთად ვერ ცხოვრობენ, არ უნდა
აწამო, დაშორება, პირიქით, თავის გადარჩენაა. ჩვენ არც გვიჩხუბია, ჩვენი თანაცხოვრება თვითონ მივიდა აქამდე, ამოიწურა რაღაცები, რასაც ხელოვნურად ვერ ამოქაჩავ. ამიტომ შერიგება არ გვიცდია", - ამბობს ჯაბა კილაძე.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93