ოჯახი

“13 წელია ერთად ვართ და, მე მგონი, უკვე შეეჩვია… დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის კარგად ყოფნის, ბედნიერების გულისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა” – ანკა ვასაძე

“13 წელია ერთად ვართ და, მე მგონი, უკვე შეეჩვია… დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის კარგად ყოფნის, ბედნიერების გულისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა” – ანკა ვასაძე
მსახიობ ანკა ვასაძეს საზოგადოება როგორც თეატრის სცენიდან, ისე ტელეეკრანებიდან კარგად იცნობს. მან აუდიტორიას თავი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდანაც“ შეაყვარა, სადაც მეწყვილესთან, ოთო ფოლადაშვილთან ერთად წარმატებით გამოდიოდა. ამჯერად ანკა ვასაძემ „რადიო ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა და ოჯახის შესახებ ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ცნობილი ოჯახის ყოლა. თუმცა მე ზედმეტი მომდიოდა, რადგან ძალიან ვუფრთხილდები ოჯახის რეპუტაციას და მეშინოდა, რაიმე ცუდი არ ეთქვათ ჩემზე. ალბათ, ასეთი განცდაც არ ღირს, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი და არაა საჭირო ზედმეტად
დათრგუნვა.

ჩემი მეუღლე, გიორგი, ეკონომისტია. მართალია, თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ 13 წელია ერთად ვართ და, მე მგონი, უკვე შეეჩვია, მით უფრო, რომ პანდემიის და იძულებითი პაუზის ფონზე თვითონ დარწმუნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის თეატრი. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ჯერ მეშინოდა, რომ ვერ ჩავაბარებდი, მერე განვიცდიდი, რომ რეჟისორების მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებდი. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ბავშვობის ოცნება ავისრულე და, რა თქმა უნდა, ამას ჩემი მეუღლეც ხვდება. სწორედ დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის კარგად ყოფნის, ბედნიერების გულისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა”, - ამბობს ანკა ვასაძე.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93