ოჯახი

"ჩემი შვილები უკვე დიდები არიან... ლიზა 19 წლისაა, ნატაშკა სკოლის მოსწავლეა, ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ" - ვერიკო ტურაშვილი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

"ჩემი შვილები უკვე დიდები არიან... ლიზა 19 წლისაა, ნატაშკა სკოლის მოსწავლეა, ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ" - ვერიკო ტურაშვილი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე
მომღერალ ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპის - „ამანის“ პრემიერა ძველ აზერბაიჯანულ სიმღერაზე, მომღერლის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბერს ინტერნეტსივრცეში შედგა... თუ რატომ მოსინჯა ძალები სრულიად განსხვავებულ ჟანრში, ამაზე იგი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- შემოქმედებითი კუთხით, ჩემს ცხოვრებაში სიახლეებია, აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრში ვმუშაობ... იმას ვქმნი, რაც აქამდე არ გამიკეთებია და რაც ყოველთვის ძალიან მიყვარდა. დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე ამის შესახებ ფიქრი, შემდეგ კი - სისრულეში მოყვანა. არ იყო მარტივი სამუშაო, რადგან დისტანციურად რამდენიმე ქვეყნის მუსიკოსებთან მიწევდა თანამშრომლობა... სიმღერა,
რომელიც უკვე გამოვიდა და ჩემმა მსმენელმა იხილა, პარალელურ რეჟიმში, სამ ქვეყანაში იქმნებოდა... მასზე მუშაობდნენ მუსიკოსები თბილისში, პარიზსა და სტამბოლში. თანამშრომლობა ძალიან მაღალი კლასის მუსიკოსებთან მქონდა.

ქართულ ტექსტზე იმუშავა ნანა ცინცაძემ. არანჟირება არის ცოცხალი. პარიზში მოღვაწეობს აზერბაიჯანელი პიანისტი ეთიბარ ასადლი, რომელიც ასრულებს "მუღამს". სწორედ მან ჩაგვიწერა პარტია ჩემი კომპოზიციისთვის, ხოლო სტამბოლში ჩავწერეთ ინსტრუმენტალისტი - ნეი ეიუფ ჰამიში, რომელიც სასულე ინსტრუმენტზე უკრავს, ძალიან მაღალი კლასის მუსიკოსია. თბილისში ეს სიმღერა ჩაიწერა რომა გიორგაძესთან, მასთან ჩავწერე ვოკალი და მასვე ეკუთვნის კომპოზიციის მასტერინგიც... საბოლოოდ, ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი ორგანულობა და ხასიათი მიეცა სიმღერას. რეჟისორი გახლავთ გიორგი ცაავა. კლიპზე იმუშავა ალექსანდრე ფურცხვანიძემ. კლიპში მონაწილეობს თამრი ხურცილავა...

რამდენიმე სიმღერაა. ამ ყველაფერს პროექტის ფორმა აქვს, მხოლოდ ერთი სიმღერით არ შემოიფარგლება... ვაკეთებ აზერბაიჯანულ ტრადიციულ მუსიკას, როგორც აზერბაიჯანულ, ასევე - ქართულ ენაზე... ქართულ ტექსტზე ცნობილი პოეტი ნანა ცინცაძე მუშაობს...

- იშვიათად ჩნდებით საზოგადოების წინაშე, მაგრამ თქვენი სიმღერა მსმენელს ამახსოვრდება... თქვენი სტრატეგიაა, შექმნათ ცოტა და ხარისხიანი?

- არ მგონია, ეგ სტრატეგიის ნაწილი იყოს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ასე გამოვიდა... პანდემიის პერიოდში, მოგეხსენებათ, ყველაფერი გაჩერებული იყო. ვფიქრობდი, რომ უკვე რაღაც ახლის შექმნის დრო იყო... მიუხედავად იმისა, რომ ქართული შოუბიზნესი დღეს გაჩერებული არ არის, ავტორები მაინც ნაკლებად ქმნიან ახალს და ეს ქართულ მუსიკაზე პირდაპირ აისახება... ახალგაზრდა თუ უკვე შემდგარი მომღერლები ძველი მუსიკის ახალ ვერსიებს ქმნიან, რაც გარკვეულ ეტაპზე ძალიან კარგია. ახალგაზრდა თაობამ იცის ჩვენი კლასიკოსი კომპოზიტორების შექმნილი სიმღერები...გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
გიორგი
“ნატაშკა” რა სახელია?
20:26 / 23-11-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93