ოჯახი

მე ორ ოჯახს ვარჩენ, ამას არასდროს ვაფიშირებ - რა არის სალომე გოგიაშვილის ოცნება

მე ორ ოჯახს ვარჩენ, ამას არასდროს ვაფიშირებ - რა არის სალომე გოგიაშვილის ოცნება
ტელესახე სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს განსაკუთრებით ხშირად უზიარებს თავის მოვლასა და წონის კლებასთან დაკავშირებულ რჩევებს.

ამჯერად სალომე გოგიაშვილმა ჟურნალ "თბილისელებთან" საკუთარი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრა:

ის, რაზეც ძალიან ბევრი მეოცნებება, არის დიდი ტერიტორია, რომელზედაც ავაშენებდი საცხოვრებელ კომპლექსს და ჩემს ყველა მეგობართან ერთად ვიცხოვრებდი. ოღონდ, არ იფიქროთ, ახლა მომაფიქრდა ეს იდეა, მე და ჩემი მეგობრები ვსხედვართ ხოლმე და ვსაუბრობთ, ვინმეს თუ ამდენი ფული ექნება, როგორ განვახორციელებთ ამ ოცნებას. კიდევ, მინდა ჩემს ახლობლებს,
ვისაც ვიცი, რომ გასაჭირი აქვს, დავეხმარო და ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა, გავაკეთო ძალიან მაგარი ბავშვთა სახლი. წლებია, ამას ვამბობ. მინდა, ისეთი ბავშვთა სახლი ავაშენო, საიდანაც ძალიან მარტივად მოხდება ბავშვების გაშვილება, რაც დღეს საქართველოში ძალიან რთულია. შემიძლია დავიფიცო, რომ რამდენიმეჯერ ვცადე ბავშვის აყვანა. ძალიან მინდოდა. სახლში კი მეუბნებოდნენ, რომ გარეკილი მქონდა, მაგრამ მე მინდოდა. როცა ოთხი შვილი გყავს, როგორღა?! მაგრამ სადაც ოთხს ვზრდი, იქ მეხუთესაც გავზრდი. ჩემი აზრით, ასეა. მოკლედ, მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან წარმოუდგენლად რთული პროცესია. მე არ მინდა, ბავშვს მშობელთან ურთიერთობა ავუკრძალო, პირიქით, იმაზე ხშირად ვაჩვენებ, ვიდრე ამას ბავშვთა სახლებში ახერხებენ. მეყოლება ჩემთან სახლში და ყველაფერს მივცემ. მართლა უამრავი გაჭირვებულია ჩვენს გარშემო. ერთი ადამიანი ყველას ვერ ეყოფი, მაგრამ მინდა, მქონდეს იმის საშუალება, რომ ცოტ-ცოტა ყველა გავახარო. ოღონდ, ეს არ არის მომენტი, რომ იცი მაინც არ გექნება და ტყუილად ბოდავ. მე ორ ოჯახს ვარჩენ – ამას არასდროს ვაფიშირებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ეს სარეკლამო საქმეა, ორი ოჯახისთვის კი ჩემი შვილებიც აგროვებენ ფულს და წლის ბოლოს ამ ოჯახის ბავშვებისთვის საჩუქრებს ყიდულობენ. ეს ჩვენი ტრადიციაა, ამიტომ ეს თემები არ არის ჩემთვის უცხო", - ამბობს სალომე გოგიაშვილი. 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ჰაჰაჰაჰაააააააჰააა
15:22 / 29-11-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93