"დღეს სრულიად ფენომენალური ქალის დაბადების დღეა... ვამაყობ შენით. სულ ასეთი მისაბაძი ყოფილიყავი " - ნატა ასათიანი დედას, ირმა სოხაძეს, დაბადების დღეს ულოცავს - Marao

"დღეს სრულიად ფენომენალური ქალის დაბადების დღეა... ვამაყობ შენით. სულ ასეთი მისაბაძი ყოფილიყავი " - ნატა ასათიანი დედას, ირმა სოხაძეს, დაბადების დღეს ულოცავს

2022-11-28 12:13:44+04:00


„დღეს სრულიად ფენომენალური ქალის დაბადების დღეა. მე კი გამიმართლა, რომ მისი შვილი ვარ, მაგრამ რომც არ ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, გავიცნობდი და ძალიან ვიმეგობრებდით. ვამაყობ შენით. სულ ასეთი როლმოდელი ყოფილიყავი შენი თაობისთვის და ახალგაზრდებისთვის”, – წერს ნატა ასათიანი და დედას, ირმა სოხაძეს, დაბადების დღეს ულოცავს.

ირმა სოხაძე ქართველი საესტრადო მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსია, რომელიც 4 წლის ასაკში უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო 8 წლისა საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ „რეროს” სოლისტი იყო. 1980 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის "პირველ არხზე" იყო მრავალი გადაცემის ავტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი. 1990-იან წლებში ჩატარებული მრავალი ტელემარათონის ავტორი და წამყვანი.

ირმა სოხაძეს და მის მეუღლეს, რეზო ასათიანს, ორი ქალიშვილი, ნატა და სალომე ჰყავთ.