ოჯახი

„ახალგაზრდა ოჯახს სჭირდება თავისი ცალკე ბუდე… გაჩუმება, სხვისი პრინციპებით ცხოვრება, აუცილებლად სადღაც ამოხეთქავს” - ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი ჯანსაღი ოჯახის შესახებ

„ახალგაზრდა ოჯახს სჭირდება თავისი ცალკე ბუდე… გაჩუმება, სხვისი პრინციპებით ცხოვრება, აუცილებლად სადღაც ამოხეთქავს” - ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი ჯანსაღი ოჯახის შესახებ
ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა „რადიო ფორტუნას“ ეთერში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოჯახი:

„ახალგაზრდა ოჯახს სჭირდება თავისი ცალკე ბუდე. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მათ ერთმანეთი დაინახონ. უკვე არსებულ ბუდეში ისინი ერთმანეთს ვერ ხედავენ. თვითგამოხატვა ძალიან ძნელია სხვა ადამიანების წინაშე, მით უმეტეს, უფროსი თაობის წინაშე. იქ ძალიან ბევრი ვალდებულება გაქვს. საქართველოში ძალიან გავრცელებულია შვილების სასხვისო აღზრდა. სხვას რა უნდა? სხვა რას ფიქრობს? სხვა რას იტყვის? სხვისი აზრი არის დომინანტი. როდესაც ასეთი აღზრდა
აქვს ადამიანს და ის შედის ოჯახში, იქ უკვე დომინირებს სხვისი აზრი. ეს არსად არ წავა, გროვდება და კრიტიკულ მომენტში აუცილებლად ამოხეთქავს. გაჩუმება, ანგარიშის გაწევა, სხვისი პრინციპებით ცხოვრება, აუცილებლად სადღაც ამოხეთქავს.

რაც უფრო ჯანსაღი ოჯახიდან, ჯანსაღი ურთიერთობებიდან გამოდის ადამიანი, მით უფრო ჯანსაღ ოჯახს ქმნის. მნიშვნელოვანია ასევე ავთენტურობა. მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ და ვქმნი ოჯახს. მე ჩემი გემოვნებითა და შეხედულებებით ვქმნი ოჯახს. მთელ კავკასიაშია ეს, მაგრამ საქართველოშიც არის სამწუხაროდ, რომ პატარები ქმნიან ოჯახს. რაღაც ასაკამდე ოჯახის შექმნა ემყარება ფიზიკურ მიზიდულობას, ვნებას. ეს აუცილებელია, ფიზიკური მიზიდულობა, რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით, მაგრამ ძალიან მცირეა და ძალიან მალე შეიძლება ის გაილიოს. შემდეგ ასაკებში უკვე ვითარდება მეგობრობის ფენომენი, როდესაც ფიზიკურ მიზიდულობას ემატება წყვილის მეგობრობა. ესეც აუცილებელია, მაგრამ არც ეს არის საკმარისი. პირველივე კონფლიქტის შემდეგ ეს შეიძლება დაიმსხვრეს და აღარ ვიყოთ მეგობრები.

ჯანსაღი ოჯახის აუცილებელი პირობა არის პატივისცემა. წინა თაობებში იყო გარიგება, მაგრამ იყო მყარი ოჯახები. პატივისცემა არის ზედა ზღვარი, საიდანაც შეიძლება მეგობრობაც განვითარდეს და სიყვარულიც წარმოიშვას. მე არ ვემხრობი გარიგებას, არავინ იფიქროს ასე. ურთიერთპატივისცემას უჭირავს კონფლიქტების დროს ოჯახი. ეს პატივისცემაა, როდესაც მათ შეუძლიათ მოილაპარაკონ, ერთმანეთის აზრს პატივი სცენ. ეს აუცილებელი მომენტებია, რაც ოჯახს სჭირდება. შემდეგ მოდის ეკონომიკური მდგომარეობა, ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა“ - განმარტა ვერიკო გოჯიაშვილმა.


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
***
აბსოლუტურად მართალი და სწორია
02:54 / 03-12-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93