მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილსა და მის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. გიგის დედა, ციცი ფალავანდიშვილი ასევე მუსიკოსია და საზოგადოების წინაშეც ხშირად ჩნდება. გიგის მეუღლე კი, მარინა კარპი, ფოტოგრაფია და ამ სფეროში წარმატებით საქმიანობს. წყვილს ორი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც ისინი სულ ცოტა ხნის წინ ახალ სახლში გადავიდნენ.
ახალ ბინაში დედალამაზიშვილების ოჯახს გადაცემა „სიკეთე მარტივია“ ესტუმრა. მარინამ და ციციმ ერთმანეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისინი ერთმანეთს დედა-შვილად თვლიან:
ციცი ფალავანდიშვილი: მარინა ჩემი შვილია. მარინა მიღებს ისეთს, როგორიც ვარ და მეც ასე უნდა მივიღო. როცა ვხედავ, რომ ჩემი შვილი ბედნიერია, ამით ვარ ორმაგად ბედნიერი. არ შეიძლება შვილს ჩაეჭიდო და იყო ეგოისტი. არა, უნდა მოანატრო კიდევაც თავი. მე მიყვარს მარინა იმიტომ, რომ მართლაც სამაგალითო ცოლია. ერთმანეთთან არიან შერწყმულები და ამიტომ არასდროს არ უნდა ჩაერიოს არავინ მათ ურთიერთობაში.
მარინა კარპი: მე არ ვთვლი ციცის ჩემს დედამთილად. ვთვლი, რომ ჩემი მეგობარი და ჩემი დედაა, იგივე, როგორც ნინისი და გიგისია. მესამე შვილი ვარ, ასე ვგრძნობ და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, ასე რომ მოხდა.