მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წლების წინ მისმა გარეგნობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო და დღეს მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მოდელი მათთან კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით ახერხებს.

ამჯერად თაკო ჩხეიძემ გამომწერებს საახალწლო სამზადისის ფრაგმენტი გაუზიარა. მოდელმა ოჯახთან ერთად ნაძვის ხე ააწყო და კადრები საკუთარ "ინსტაგრამზეც" გამოაქვეყნა. მან ნაძვის ხისთვის ღია ფერის სათამაშოები შეარჩია და სადა დეკორაციები გამოიყენა. შედეგი კი მართლაც შთამბეჭდავია.
