ანი გუდავაძე სოციალურ ქსელში კადრებს ახალი წლის საღამოდან აქვეყნებს. ის უმშვენიერეს თეთრ კაბაში მეუღლესთან ერთად პოზირებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.
ანი გუდავაძეს დისგან, ნანუკა გუდავაძისგან განსხვავებით, "ინსტაგრამზე" არც ისე ბევრი გამომწერი ჰყავს, თუმცა ის სოციალურ ქსელში მაინც აქტიურია და პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ხშირად აზიარებს.
ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია. წყვილს ორი შვილი ჰყავს.