საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. მან ახალი წელი მეუღლესა და შვილებთან ერთად აღნიშნა.
როგორც ცნობილია, ანამ მუსიკოს გიგი ჩიჩუაზე 2014 წელს იქორწინა. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ ფოტოებს და მეგობრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომენტარს იღებდა. მათ ქალიშვილი, ანასტასია შეეძინათ და ოფიციალურად ხელი სწორედ მისი ნათლობის დროს, 2016 წელს მოაწერეს, თუმცა წყვილის ურთიერთობა მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა.
2020 წლის ნოემბერში, ცნობილი გახდა, რომ ის მეორედ გახდა დედა და მას და სოსო ყიფშიძე გოგონა, სახელად კირა შეეძინათ.