მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელიდან თუ თეატრის სცენიდან უკვე ბევრი იცნობს. ის საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება და მაყურებლებს იუმორისტული სკეტჩებითაც ხშირად ამხიარულებს.
ლაშა გურგენიძის მეუღლე თაკუნა მჭედლიშვილია. წყვილს ცოტა ხნის წინ ულამაზესი ქორწილი ჰქონდა, ფოტოებით კი უამრავი ადამიანი აღაფრთოვანეს. სწორედ მეუღლის, ოჯახისა და პროფესიის შესახებ ისაუბრა მან ჟურნალ "გზასთან". ამონარიდს კი "კვირის პალიტრა" გვთავაზობს:
"ასეთი ცოლი რომ მყავს, ასეთი 2 შვილის მამა რომ ვარ, 2 თეატრში რომ ვარ, თეატრალურის დასრულებისთანავე დასში რომ მოვხვდი და დღემდე ამდენი რამის გაკეთების შესაძლებლობა მომეცა, როგორ შეიძლება არ ვთქვა, რომ იღბლიანი ვარ?! მართალია, ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, მაგრამ იღბალმაც გადმომხედა, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი..." - ამბობს ლაშა გურგენიძე.