ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
ამჯერად ანუკი არეშიძე მეგობრებს შობის დღესასწაულს ულოცავს და ოჯახურ კადრებს აქვეყნებს: "შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გფარავდეთ უფალი" - წერს ის.