ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა და ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ “იმედის დღის” ეთერში საკუთარი ოჯახისა და საახალწლო ტრადიციების შესახებ ისაუბრეს:
“რადგან დედისერთა ვარ, ყოველთვის მინდოდა მაქსიმალურად ბევრი შვილი მყოლოდა. სადაც ვხედავ კომპოზიციას, რომელიც სამი ერთეულისგან შედგება, არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება, მთავარია იყოს სამი, მაქვს საოცარი განცდა და სურვილი იმისა, რომ ეს ნივთი შევიძინო. თვალს თუ შეავლებთ ჩემს აქსესუარებს, ნახავთ, რომ სამეულები ჭარბობს. მათ ჩემს შვილებთან ვაიგივებდი”, – ამბობს ქეთი ასათიანი.