რუსკა მაყაშვილი მეუღლესთან, სანდრო ნიჟარაძესთან და მეგობრებთან ერთად იტალიაში მოგზაურობს. ის ნაპოლი-იუვენტუსის თამაშსაც დაესწრო და ნაპოლის ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სტადიონიდან უგულშემატკივრა. რუსკამ იტალიაში გადაღებული არაერთი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან და არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა.