მომღერალი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში შვილთან, სალომე ჩიტაძესთან და შვილიშვილთან, პატარა მიქაელთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს აქვეყნებს: "ბევრ ღიმილს გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო! გილოცავთ შობა-ახალ წელს" - წერს მაკა.
მაკა ზამბახიძეს ერთადერთი ქალიშვილი, სალომე, პირველი ქორწინებიდან ჰყავს, რომელმაც 2021 წელს რჩეულზე, ირაკლი ცაბაძეზე იქორწინა. ირაკლის და სალომეს ერთი შვილი, მიქაელი ჰყავთ, რომელიც ცნობილი დედისა და ბებიის მეგობრებისგან ყოველთვის უამრავ სითბოსა და კომპლიმენტს იმსახურებს.