სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის ქალიშვილმა სტეფანიამ Movement-თან საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ ისაუბრა:
„როცა ცუდად ვარ ხოლმე, ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი, სკოლის მერე დავდივარ და მუსიკას ვუსმენ. ხანდახან არანაირი მიზეზი არ აქვს ჩემს ცუდ ხასიათზე ყოფნას, მაგრამ ასეთი ამინდია, ამინდიც ძალიან მოქმედებს ჩემზე… პანდემიის მერე ძალიან სტრესული პერიოდი იყო. მარტოობა კი მიყვარს, მაგრამ 24 საათი რომ სახლში ზიხარ და ვერ გადიხარ, ეს ძალიან სტრესულია. როცა ყველაფერი ჩაიკეტა, ძალიან დავიბენი.
14 წლის ვარ და ძალიან შუაში ვარ. ჩემი ასაკი, მგონი, ყველაზე ცუდი ასაკია, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. გარდატეხის ასაკში ხასიათი გეცვლება, ვერაფერს აკეთებ”.
ხანდახან შეიძლება მინდოდეს, რომ წავიდე და ისე მაგრად გავერთო მეგობრებთან ერთად, რომ სახლში აღარც მოვიდე, მაგრამ ერთ საათში მეზარება. ჩემი ოთახია ის სივრცე, სადაც ვიკეტები და არანაირი კავშირი არ მაქვს გარე სამყაროსთან" - აღნიშნა მან.
ჩემთვის მუსიკა არის კომფორტის ზონა, რისი მეშვეობითაც შემიძლია ჩემი ხასიათი გადმოვცე.
რომ ვთქვა, რომ მამაჩემს ვუსმენ, მოვიტყუები. რომ წერს, ვსწავლობ და მერე აღარ ვუსმენ. მშობლების გავლენით ვხედავ, როგორია მუსიკალური ცხოვრება და მინდა გავიარო ის, რაც მამაჩემმა გაიარა. ყველაზე დიდი ინსპირაცია მამაჩემისგან მაქვს. ძალიან მომწონს მუსიკის წერის პროცესი. დედა უფრო სხვა ჟანრში მღერის, მისი ხმა ძალიან ძლიერია და ძალიან მომწონს, ის ჩემთან უფრო ახლოს არის.
არ ვჩანვარ და ეს ჩემი არჩევანია. მამაჩემმაც მითხრა, რომ ჯობია, ახლა არაფერი გააკეთოო. მართალიც იყო. მაშინ ძალიან მეწყინა, რას ჰქვია, არაფერი უნდა გავაკეთო, მეც მინდა, რომ ცნობილი ვიყო-მეთქი. დღეს ძალიან მიხარია, რომ არ გამატანინეს ჩემი. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ახლოს ვარ ჩემს მშობლებთან“, - ამბობს ფანი.