„ჩვენ ვართ წყვილი. შეყვარებულები ყოველთვის არ ხდებიან წყვილები. წლები სჭირდება, რომ ჰარმონიული, შეთანხმებული, ერთმანეთის ცხოვრებით დაინტერესებული წყვილი გახდე. ჩვენ ნამდვილად კარგი, ლამაზი წყვილი ვართ. სიყვარულს და ურთიერთობას გაფრთხილება, პატივისცემა სჭირდება.
ორივე დასაქმებული ვართ, საკმაოდ შრომატევადი და სერიოზული სამსახურები გვაქვს, მაგრამ ყოველ საღამოს ვპოულობთ დროს, განვლილ დღეზე ვისაუბროთ, დავინტერესდეთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, ვიფიქროთ შვილზე, მის აღზრ
