"ჩვენ ნამდვილად კარგი, ლამაზი წყვილი ვართ, სიყვარულს და ურთიერთობას გაფრთხილება, პატივისცემა სჭირდება." -ავთანდილ ცქვიტინიძე მეუღლის შესახებ - Marao

"ჩვენ ნამდვილად კარგი, ლამაზი წყვილი ვართ, სიყვარულს და ურთიერთობას გაფრთხილება, პატივისცემა სჭირდება." -ავთანდილ ცქვიტინიძე მეუღლის შესახებ

2023-01-19 11:44:01+04:00


ავთანდილ ცქვიტინიძემ მეუღლის, ხათუნა თოთლაძისა და მათი ოჯახის შესახებ ისაუბრა:

„ჩვენ ვართ წყვილი. შეყვარებულები ყოველთვის არ ხდებიან წყვილები. წლები სჭირდება, რომ ჰარმონიული, შეთანხმებული, ერთმანეთის ცხოვრებით დაინტერესებული წყვილი გახდე. ჩვენ ნამდვილად კარგი, ლამაზი წყვილი ვართ. სიყვარულს და ურთიერთობას გაფრთხილება, პატივისცემა სჭირდება.

ორივე დასაქმებული ვართ, საკმაოდ შრომატევადი და სერიოზული სამსახურები გვაქვს, მაგრამ ყოველ საღამოს ვპოულობთ დროს, განვლილ დღეზე ვისაუბროთ, დავინტერესდეთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, ვიფიქროთ შვილზე, მის აღზრდაზე, ერთად ვივახშმოთ, დავსხდეთ ერთი ბოკალი თეთრი ღვინით და უბრალოდ, მშვიდად ვუსმინოთ ერთმანეთს. წავიდეთ რომანტიკულ მოგზაურობაში, თუნდაც რამდენიმე დღე…“ - თქვა ავთანდილ ცქვიტინიძემ.